გაკვეთილის გეგმები


სამოდელო გაკვეთილის გეგმა


საგანი   
ინგლისური ენა
მასწავლებელი
მაკა ლიკლიკაძე
სწავლების საფეხური/ კლასი
საშუალო/ X კლასი
მოსწავლეთა პროფილი
14, სსსმ მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა
The Importance of Healthy Food (ჯანსაღი საკვების მნიშვნელობა)
გაკვეთილის ტიპი
პრობლემაზე ორინტირებული
გაკვეთილის აქტუალობა
მოსწავლეები მოახდენენ პრობლემის იდენტიფიცირებას  და გადაჭრის გზების მოძიების შემდეგ მიღებულ გამოცდილებას გამოიყენებენ რეალურ ცხოვრებაში
გაკვეთილის სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
     ·         მოსწავლეებს განუვითარდებათ პრობლემის გამოვლენის და მისი გადაჭრის უნარი
     ·         მოსწავლეები წაიკითხავენ და გაიაზრებენ  ტექსტს, შეძლებენ  საუბარს ტექსტში განხილულ პრობლემაზე და მისი გადაჭრის გზებზე
     ·         მოსწავლეები იმსჯელებენ ჯანსაღი საკვების მნიშვნელობაზე ნასწავლი ენობრივი კონსტრუქციების გამოყენებით, სლაიდ შოუს მიხედვით ჩამოაყალიბებენ რა დადებითი/ უარყოფითი გავლენა აქვს ჯანსაღ/არაჯანსაღ საკვებს ადამიანის ჯანმრთელობაზე
     ·          სხვადასხვა რეალური საკვების მიხედვით მისცემენ რჩევას კლასელებს should/shouldn’t მოდალური ზმნების გამოყენებით
     ·         მოსწავლეები შექმნიან ჯანსაღი საკვების მენიუს  და სარეკლამო ფლაერს, შემდეგ კი მოახდენენ მათ პრეზენტაციას
     ·          მოსწავლეები თავს გაართმევენ  ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას, კერძოდ მონაწილეობას მიიღებენ როლურ თამაშში
     ·         მოსწავლეები გაკვეთილის შედეგად მიღებულ ინფორმაციას გამოიყენებენ მთელი ცხოვრების განმავლობაში, მოახდენენ ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას
ე.ს.გ–ით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები (ინდიკატორები)
უცხ.ს.V.6. მოსწავლეს შეუძლია ადაპტირებული მოთხრობის/ ნოველის წაკითხვა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს მთხრობელს, პერსონაჟებს;
·           ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, სად, რატომ, რა მიზნით და სხვა);
·           ამოიცნობს მოვლენათა თანმიმდევრობას;
·           განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს მათ საქციელს;

უცხ.ს.V.12. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს სარეკლამო ხასიათის ინფორმაციული ტექსტი (ტურისტული გზამკვლევი, ინფორმაციული ბროშურა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           განსაზღვრავს ადრესატს;
·           განსაზღვრავს ტექსტის ფორმატს;
·           იძლევა შესაბამის რჩევა-დარიგებებს;
·           შესაბამისად აფორმებს ტექსტს;                                                                

უცხ.ს.V.15. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემებზე, საკითხებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მოუმზადებლად ახერხებს ინფორმაციის გაცვლას მისთვის კარგად ნაცნობ თემატიკაზე;
·           ამა თუ იმ საკამათო საკითხთან დაკავშირებით მომზადების გარეშე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, პოზიციას და განმარტავს მას (რა მოსწონს/არ მოსწონს, რატომ);
უცხ.ს.V.16. მოსწავლეს შეუძლია ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციისთვის თავის გართმევა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მომზადების გარეშე მონაწილეობს როლურ თამაშებში, სიმულაციურ სიტუაციებში, რომლებიც ჩვეულ ყოფით სიტუაციას ასახავს;
უცხ.ს.V.27. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების  გაუმჯობესების მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მოქმედებს გუნდის წევრებთაშეთანხმებულად, მსჯელობს თანაგუნდელებთან პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად;
·            ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს;
·           ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
მოსწავლეები ფლობენ სათანადო ლექსიკურ და გრამატიკულ მასალას (იციან ჯანსაღი საკვების ინგლისური შესატყვისები (vegetables; fruit ; dairy products…ბოსტნეული; ხილი; რძის პროდუქტები…) ასევე იციან მოდალური ზმნის should /should not -ის გამოყენება

გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი  
A ფაზა ,,გამოწვევა“
აქტივობა 1.  საორგანიზაციო საკთხები, მოსწავლეთათვის გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა (იხ.დანართი 1)
დრო: 2 წთ
კლასის ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი.
აქტივობის მიზანი: კლასის მომზადება საგაკვეთილო პროცესისათვის.                                                      აქტივობის აღწერა: მასწავლებელი აღრიცხავს მოსწავლეთა სწრებადობას, გააცნობს მათ გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების რუბრიკას.

აქტივობა 2.  გონებრივი იერიში
დრო: 3 წთ
კლასის ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი.
აქტივობის მიზანი: საგაკვეთილო თემაზე მობილიზება, ცოდნის გააქტიურება, მოსწავლეებში კომუნიკაციის, საკუთარი აზრის გამოთქმის უნარ-ჩვევების განვითარება
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვას საკვები (food) და სთხოვს მოსწავლეებს  დაასახელონ სხვადასხვა სახის საკვები,შემდეგ  აჩვენებს  სლაიდებს ჯანსაღ და არაჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით და სთხოვს მოსწავლეებს გამოთქვან თავიანთი აზრი, იდეების გენერირების შედეგად მიღებულ პასუხებს  მასწავლებელი ინიშნავს დაფაზე

B ფაზა ,,შინაარსის რეალიზება“
აქტივობა 3. იდეების შეფასება
დრო: 3 წთ
კლასის ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო.
აქტივობის მიზანი: გონებრივი იერიშის შედეგად მიღებული ინფორმაციის შეფასება/დახარისხება
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი უბრუნდება დაფაზე დაწერილ მასალას, მოსწავლეებს სთხოვს შეაფასონ ის და დააჯგუფონ რომელია ჯანსაღი და რომელი არაჯანსაღი. ამის შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს  კვების პირამიდას და სთხოვს მათ პირამიდის  მიხედვით  უპასუხონ შეკითხვებს:      
     ·         What sections do you see? (რა განყოფილებებს ხედავთ?)
     ·         Why are the foods divided into different sections? (რატომაა საკვები დაყოფილი სხვადასხვა განყოფილებად?) 

აქტივობა 4. ტექსტის კითხვა გაგრძელებით  და გააზრება
დრო: 10 წთ
კლასის ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური, მთელი კლასი
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა წაიკითხონ და გაიგონ ტექსტი, შეძლონ ტექსტთან დაკავშირებული დავალების გაკეთება, უპასუხონ მასწავლებლის შეკითხვებს, ისაუბრონ  ტექსტში განხილული პრობლემის შესახებ და მისი გადაჭრის გზებზე, წაკითხულის გააზრებისა და არგუმენტირების უნარის განვითარება.                                                           აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ტექსტს(იხ.დანართი 2), ტექსტთან დაკავშირებულ კითხვებს აჩვენებს პროექტორით და სთხოვს მათ გადახედონ კითხვებს ტექსტის წაკითხვამდე. ტექსტის კითხვისას გაუგებარი სიტყვის არსებობის შემთხვევაში მასწავლებელი  ეხმარება ექსპლიციტური მეთოდით, კონტექსტის დახმარებით ან სინონიმის/ანტონიმის მეშვეობით. ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ დავალება რომელიც ტექსტს ახლავს( შეკითხვები სავარაუდო პასუხებით). დავალების შესრულების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს შემდეგ შეკითხვებს რათა უკეთ გაიაზრონ და შეაჯამონ ტექსტი:
     ·         What is the text about? (რის შესახებაა ტექსტი?)
     ·         What is the main character’s problem? (რა არის მთავარი პერსონაჟის პრობლემა?)
     ·         What is the reason of his problem? (რა არის მისი
პრობლემის მიზეზი?)
     ·         How can he solve the problem? (როგორ შეუძლია მას რომ გადაჭრას პრობლემა?)
     ·         Have you ever been in the same or similar situation? (ყოფილხართ თუ არა ოდესმე იგივე ან მსგავს სიტუაციაში?)
აქტივობა 5. რჩევის მიცემა should/should not მოდალური ზმნებისა და რეალიების გამოყენებით                  
დრო: 3 წთ                                                                      
კლასის ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური             აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ერთმანეთისათვის რჩვის მიცემა, განსაზღვრონ მათ მიერ ყუთიდან ამოღებული საკვები ჯანსაღია თუ არა, სწორად გამოიყენონ should/should not მოდალური ზმნები.                                                                      აქტივობის აღწერა: მასწავლებელს ხელში უჭირავს დახურული ყუთი, რომელშიც არის ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები. მასწავლებელი სთხოვს რამოდენიმე მოსწავლეს  ამოიღოს საკვები და ურჩიოს კლასელებს როგორი საკვებია, უნდა მიირთვან თუ არა. რჩევის მიცემის შემდეგ მათ მიერ ამოღებული საკვები თუ ჯანსაღია უნდა მოათავსონ მაგიდაზე დადებულ მწვანე ფერის ფორმატზე, ხოლო თუ არაჯანსაღია  წითელ ფორმატზე, რათა უფრო ნათელი გახდეს მათ შორის სხვაობა. ამის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს ერთ მოსწავლეს გაანაწილოს ყუთში დარჩენილი საკვები ფორმატებზე                                                                        
C  ფაზა ,,რეფლექსია“                                              აქტივობა 6.  მენიუს და ფლაერის შექმნა                  დრო: 10 წთ                                                                        კლასის ორგანიზების ფორმა: ჯგუფური        აქტივობის მიზანი: თანამშრომლობის, წარმოსახვითი და შემოქმედებითი უნარების  განვითარება. მოსწავლეებმა შეძლონ ჯანსაღი საკევების მენიუს და სარეკლამო ფლაერის შექმნა.                               
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს   ორ ჯგუფად  და აძლევს ინსტრუქციებს რომელთა მიხედვითაც  მათ უნდა შეადგინონ  რესტორნის ჯანსაღი მენიუ და სარეკლამო ფლაერი  რესტორნის მომხმარებელთათვის.
აქტივობა 7.  პრეზენტაცია                                               დრო: 2 წთ                                                                       
კლასის ორგანიზების ფორმა: ჯგუფური                                                                              
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ მათი ჯგუფის მიერ შექმნილი მენიუს და ფლაერის წარდგენა კლასისათვის                                                           აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სთხოვს ორივე ჯგუფიდან თითო-თითო მოსწავლეს გააკეთოს მათი ჯგუფის მიერ შექმნილი მენიუს და ფლაერის პრეზენტაცია
აქტივობა 8. როლური თამაში: საკვების შეკვეთა რესტორანში                                                                           
დრო: 4 წთ                                                                               
 კლასის ორგანიზების ფორმა:ინდივიდუალური,წყვილი                                                                   
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციისთვის თავის გართმევა, მონაწილეობა მიიღონ როლურ თამაშში, გამოიყენონ შექმნილი სიტუაციის შესაბამისი ლექსიკური და გრამატიკული ფორმები.                                      
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სთხოვს პირველი  ჯგუფიდან ერთ მოსწავლეს შეასრულოს ოფიციანტის როლი, მეორე ჯგუფის ორი წევრი კი იქნება რესტორნის სტუმრები. ოფიციანტმა უნდა წარუდგინოს მისი ჯგუფის მიერ  შექმნილი მენიუ და ფლაერი, სტუმრებმა კი შეუკვეთონ სასურველი საკვები. ამის შემდეგ მეორე ჯგუფის ერთი მოსწავლე იქნება ოფიციანტი პირველი ჯგუფის ორი მოსწავლე კი რესტორნის სტუმარი.                                                                 
აქტივობა 8.  შეჯამება                                                      დრო: 3 წთ                                                                       
კლასის ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური                                                                              
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეაჯამონ გაკვეთილი, ისაუბრონ გამოვლენილ პრობლემაზე და მისი გადაჭრის გზებზე                                                  აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შეაჯამონ გაკვეთილი, ისაუბრონ განხილული პრობლემის და მისი გადაჭრის გზების შესახებ,ჯანსაღი და არაჯანსაღი კვების შედეგებზე
აქტივობა 9.  შეფასება/თვითშეფასება                                   დრო: 4 წთ.                                                                 
კლასის ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური                 
 აქტივობის მიზანი: მასწავლებელმა განმსაზღვრელი შეფასებით შეაფასოს რამოდენიმე მოსწავლე შეფასების რუბრიკის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში მისცეს მათ რჩევები, გაიგოს მოსწავლეთა აზრი ჩატარებული გაკვეთილის შესახებ, საკუთარი პროფესიული ზრდის მიზნით მოახდენს თვითშეფასებას წინასწარ მომზადებული სქემის მიხედვით                    
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი რამოდენიმე მოსწავლეს  აფასებს შეფასების რუბრიკის მიხედვით, ამის შემდეგ მოსწავლეებს შესავსებად ურიგებს თვითშეფასების რუბრიკას (იხ.დანართი 3), მათთან ერთად მასწავლებელიც ავსებს მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკას (იხ.დანართი 4)
აქტივობა 10.  საშინაო დავალების მიცემა              
დრო: 1 წთ.                                                                    
კლასის ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი                 აქტივობის მიზანი: ცოდნის  დამოუკიდებლად განმტკიცება, საკუთარი აზრის დაფიქსირება                                                            აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს  ესეს დასაწერად გაკვეთილის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის საბოლოოდ შეჯამების მიზნით.  (Some people think that eating healthy food is not very important in our life. Do you agree or disagree with this opinion? State your opinion and support it with reasons and examples).
შეფასება
     ·         განმავითარებელი (მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი შეფასებით გაკვეთილის მსვლელობისას)
     ·         განმსაზღვრელი ( მოსწავლეები შეფასდებიან განმსაზღვრელი შეფასებით გაკვეთილის ბოლოს, წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკის მიხედვით იხ.დანართი 1)

სასწავლო რესურსები
ტექსტი- გააზრებისათვის, რეალიები (სხვადასხვა სახის საკვები: ჯანსაღი და არაჯანსაღი),კვების პირამიდის პოსტერი, დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, მარკერები, ფერადი ფანქრები, კომპიუტერი, პროექტორი.


        დანართი 1                                        

                                                                    შეფასების რუბრიკა
აქტივობა

1-2
3-4
5-6
7-8
9-10
კითხვებზე პასუხის გაცემა
ვერ პასუხობს შეკითხვებს

უჭირს დამოუკიდებლად პასუხის გაცემა

ნაწილობრივ პასუხობს
დამოუკიდებ ლად
კითხვებს პასუხობს მაგრამ ზოგჯერ უშვებს შეცდომებს
პასუხობს შეკითხვებს პასუხი ყოველთვის სწორია


ტექსტის კითხვა და გააზრება

ვერ კითხულობს და ვერ იაზრებს ტექსტს



უჭირს ტექსტის კითხვა და გააზრება, უჭირს დავალებების გაკეთება






საშუალოდ შეუძლია
ტექსტის
წაკითხვა და გააზრება, ნაწილობრივ ასრულებს
ტექსტთან
დაკავშირე ბული
დავალებებს
კითხულობს და იაზრებს ტექსტს, აკეთებს ტექსტთან დაკავშირებულ დავალებებს თუმცა უშვებს მინიმალურ შეცდომებს

კარგად კითხულობს და იაზრებს ტექსტს, წარმატებით აკეთებს ტექსტთან დაკავშირებულ დავალებებს

რჩევის მიცემა კლასელები სათვის
ვერ აძლევს რჩევას კლასელებს
უჭირს კლასელები სათვის რჩევის მიცემა
საშუალოდ შეუძლია კლასელებისათვის რჩევის მიცემა, უშვებს შეცდომებს და ზოგჯერ აზრი გაუგებარია

შეუძლია რჩევის მიცემა კლასელებისათ ვის, თუმცა უშვებს მინიმალურ  შეცდომებს
სწორად აძლევს რჩევას კლასელებს, არ უშვებს შეცდომას

ჯგუფური მუშაობა
არაა ჩართული ჯგუფურ მუშაობაში,
არ უსმენს ჯგუფის წევრებს,
პასიურადაა ჩართული ჯგუფურ მუშაობაში,


იშვიათად ერთვება
ჯგუფის
მუშაობაში
უსმენს ჯგუფის წევრებს, მაგრამ ნაკელბად ერთვება დასახული მიზნის მისაღწევ სამუშაოში
აქტიურად არის ჩართული ჯგუფის წევრებთან ერთად დასახული მიზნის მისაღწევ სამუშაოში





პრეზენტაცია
ვერ ახდენს ჯგუფის მიერ დამზადებული რესურსის პრეზენტაციას
უჭირს პრეზენტაციის გაკეთება, კონტაქტის დამყარება აუდიტორიასთან
ცდილობს რესურსის პრეზენტაციას, აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას, საუბრისას უშვებს შეცდომებს,ვერ იცავს დროის ლიმიტს
აკეთებს რესურსის პრეზენტაციას, ფლობს აუდიტორიასთან კონტაქტს (იყენებს მიმიკას,ჟესტიკულაციას,ინტონაციას)საუბრისას უშვებს შეცდომებს, თუმცა აზრი გასაგებია, იცავს დროის ლიმიტს
კარგად ახდენს რესურსის პრეზენტაციას, ფლობს აუდიტორიასთან კონტაქტს (იყენებს მიმიკას,ჟესტიკულაციას,ინტონაციას)საუბრობს გამართულად, არუშვებს შეცდომებს, იცავს დროის ლიმიტს


როლურ თამაშში მონაწილეობა
ვერ მონაწილე ობს როლურ თამაშში
უჭირს როლურ თამაშში მონაწილეო ბა
ცდილობს როლურ თამაშში მონაწილეობას, უშვებს შეცდომებს და ზოგჯერ აზრი გაუგებარია

მონაწილეობს როლურ თამაშში, უშვებს მინიმალურ შეცდომებს თუმცა აზრი გასაგებია

წარმატებით მონაწილეობს როლურ თამაშში, საუბრისას არ უშვებს შეცდომებს



შეფასების რუბრიკა მასწავლებლისათვის

გვარი/სახელი
კითხვებზე პასუხის გაცემა
ტექსტის კითხვა და გააზრება

რჩევის მიცემა კლასელე ბისათვის
ჯგუფური მუშაობა
პრეზენ ტაცია
როლურ თამაშში მონაწილე ობა
ქულა
1
არაბიძე გიორგი








2
არაბიძე ზურა








3
გაბეხაძე თემური








4
ზარნაძე ლაშა








5
ზარნაძე მამუკა








6
კუბლაშვილი
გიორგი







7
მაკარიძე დათო








8
რობქიძე ცისანა








9
ქავთარაძე თამარი








10
ჩუბინიძე თინათინი







11
ცქიფურიშვილი გიორგი







12
წიწილაშვილი გიორგი







13
ჭანტურიძე ლანა








14
ხაჭიპერაძე ელა















დანართი 2                                         Eating Healthy
   Ethan loved eating chicken nuggets, pizza, fries, and burgers. To drink, he always liked milk shakes, cola, or sugary drinks. The sweeter it was, the more he liked it.
  “You can’t keep eating this stuff!” Ethan’s mom complained.
  “Why? It tastes so good.” 
   His mother frowned and crossed her arms. “You eat too much sugar.”
   “Yum! Sugar.” Ethan smiled happily. 
  “Look at what you’re eating for breakfast.”
    Ethan looked at the food in front of him. It looked good to him. “I’m having Juice, super rainbow sugar sprinkle krispies,  and a donut.” He smiled and took a bite of his glazed, jelly-filled donut. He chewed and then stopped when his teeth began to ache.
   “Ethan, you’re going to have to go to the dentist if you’re getting cavities.”
   “No, I’m not!” Ethan denied it. He took another bite to prove he was fine. His teeth really ached, though.
   “See?” His mother sighed.
   “Why do all the delicious things have to be bad for me? I can’t eat broccoli forever. I’m not a rabbit.”
   “I know, but you don’t get all the vitamins and minerals you need from the stuff you like to eat. All that food is sugar and fat. You need good food for healthy teeth, eyes, and even your brain!” His mother explained. “If you can’t start making healthy choices more often, I won’t buy any junk food or sweets to keep in the house for snacks.”
  “That’s not fair!” Ethan whined.
   Whining didn’t work with mother. It made her more serious. “Snacks are supposed to be occasional treats, not your regular meals. I should have bought more healthy breakfast foods for you. Tomorrow you will have eggs, toast without jam, bacon, some fresh fruit, and a glass of milk.”
  “That doesn’t sound too bad.”
   “I’m not going to put all these sweets in your lunch anymore, either. You will get yogurt, raisins, or fresh fruit for your dessert in your lunch, okay?”
   Ethan didn’t want to agree, but his mom’s suggestion wasn’t really that bad. Maybe his teeth wouldn’t hurt so much anymore, either. He really didn’t like trips to the dentist.

 Use the information in the story to answer the questions below.
1.  What kind of food does  Ethan like to eat?      
      A.  Healthy food       B.  Only meat       C.  Sweet food       D.  Organic food
2.   Why do Ethan’s teeth hurt?      
       A.  He’s getting cavities.                  C.  He just went to the dentist.      
       B.  He’s chewing too much.             D.  None of the above
3.  Which is a NOT a reason why Ethan’s  mom wants him to eat healthy?    
       A.  Healthy foods have vitamins.                   C.   Healthy foods help his body
       B.  Healthy foods won’t hurt his teeth.           D.  Healthy foods  taste bad.
4.  Why does Ethan think he won’t mind breakfast tomorrow?      
      A. He gets to eat the same sweet stuff still.      
      B. He gets to go to a restaurant for breakfast.      
      C.  He gets to eat ice cream for breakfast.      
      D.  The food he gets to eat tomorrow sounds delicious.
5.  What is another benefit for Ethan of eating healthy?                                                                        
      A.  He won’t have to see the dentist so often.     
      B.  He will get fat.       
      C.  He will not like the food.     
      D.  He will be sad, because he can’t eat delicious food.


  
დანართი 3    
                                    მოსწავლის  თვითშეფასების  რუბრიკა

N
კრიტერიუმები / ქულები
1
2
3
1
გაკვეთილის დაწყებამ გამოიწვია ჩემი დაინტერესება
2
გაკვეთილზე მასწავლებელს ყურადღებით  ვუსმენდი
3
ჩემთვის  ნათელი და გასაგები იყო მასწავლებლის მიერ მოცემული ინსტრუქციები
4
მასწავლებელს საინტერესო აქტივობები ჰქონდა შერჩეული გაკვეთილისათვის
5
აქტიურად ვიყავი  ჩართული საგაკვეთილო პროცესში
6
ჯგუფური მუშაობისას ვიყავი აქტიური და წვლილი შევიტანე ჯგუფისთვის მიცემული დავალების შესრულებაში
                                                                                            


დანართი 4      
მასწავლებლის  თვითშეფასების  რუბრიკა

N
კრიტერიუმები / ქულები
1
2
3
1
გაკვეთილის დაწყებამ გამოიწვია მოსწავლეთა დაინტერესება
2
გაკვეთილზე მოსწავლეები  ყურადღებით მისმენდნენ
3
მოსწავლეებისათვის ნათელი და გასაგები იყო ჩემი მიცემული ინსტრუქციები
4
საკმარისი მასალა მქონდა ტექსტის სრულად დასამუშავებლად
5
სწორად გადავანაწილე  დრო  გაკვეთილის  მსვლელობისას
6
სწორად მქონდა  შერჩეული  აქტივობები  საგაკვეთილო პროცესისასთვის და დასახული მიზნის მიღწევისათვის
7
ვაძლევდი მოსწავლეებს დროს კითხვებზე პასუხის მოსაფიქრებლად
8
შევძელი მოსწავლეების აქტიურად ჩართვა საგაკვეთილო პროცესში
9
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებთან ერთად შევძელი დასახული მიზნების მიღწევა


                               რეფლექსია    ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილზე

საგანი:  ინგლისური ენა
კლასი: X
უფროსი მასწავლებელი:  მაკა ლიკლიკაძე
დრო: 45 წთ
გაკვეთილის თემა:The Importance of Healthy Food(ჯანსაღი საკვების მნიშვნელობა)
    პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის, ,,ჯანსაღი საკვების მნიშვნელობა“ , ჩატარება გადავწყვიტე მარტივი მიზეზის გამო, ვფიქრობ, რომ დღევანდელ ცხოვრებაში საკმაოდ პრობლემურ თემად ითვლება თუ როგორ იკვებება საზოგადოება. ამიტომ  საჭიროდ ჩავთვალე აღნიშნულ საკითხზე გამემახვილებინა ყურადღება მოსწავლეებთან ერთად, რათა თავად მოსწავლეებსაც და გაკვეთილზე დამსწრე საზოგადოებასაც უკეთ გაეგოთ ჯანსაღი საკვების მნიშვნელობა.
გაკვეთილის მსვლელობით კმაყოფილი დავრჩი. ერთი მხრივ მოსწავლეებმა გაამართლეს ჩემი მოლოდინი, მეორე მხრივ დაგეგმილმა აქტივობებმა და საგაკვეთილო რესურსებმა სათანადოდ იმუშავა. გაკვეთილს წარვმართავდი გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით, მნიშვნელოვანი გადახვევა, მოდიფიცირება არ დამჭირვებია. ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ დასახული მიზნები მიღწეულია. შესაბამისად ვფიქრობ, რომ გაკვეთილის შედეგები შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ საგაკვეთილო მიზნებს.
მინდა ვისაუბრო გაკვეთილის მიმდინარეობაზე და გამოვყო  ძლიერი და სუსტი  მხარეები: თავდაპირველად მოსწავლეებს  გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების რუბრიკა.მოსწავლეები თავიდანვეაქტიურად ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში. გონებრივმა იერიშმა, სლაიდების  და კვების პირამიდის პოსტერის ჩვენებამ გამოიწვია მათი მობილიზება და მოტივირება. გაკვეთილზე განხილული ტექსტის მეშვეობით მოსწავლეებმა დაინახეს ერთი მოზარდის პრობლემა, რომელიც გამოწვეული იყო არაჯანსაღი საკვების მიღებით. საინტერესოდ იმსჯელეს ტექსტში განხილულ პრობლემაზე და მისი გადაჭრის გზებზე. ჩემ მიერ დასმულმა შეკითხვამ: ოდესმე ყოფილხართ თუ არა იგივე ან მსგავს სიტუაციაში, მოსწავლეებს საშუალება მისცა ტექსტში განხილული პრობლემა დაეკავშირებინათ პირად ცხოვრებასთან და გამოცდილებასთან. ვეცადე, რომ   შემდეგი აქტივობა სახალისო და ამავე დროს მიზანმიმართული ყოფილიყო. ამისათვის დახურულ  ყუთში მოვათავსე ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები, მოსწავლეებმა ამოიღეს თითო საკვები და should/shouldn’t მოდალური ზმნების გამოყენებით რჩევა მისცეს კლასელებს მათ მიერ ამოღებული საკვები უნდა მიიღონ თუ არა და როგორია ის ჯანმრთელობისათვის,რჩევის მიცემის შემდეგ მათ ხელთ არსებული საკვები დაალაგეს წითელ და მწვანე ფორმატზე რათა სხვაობა უფრო ნათელი ყოფილიყო( არაჯანსაღი
საკვები წითელ ფორმატზე, ჯანსაღი კი მწვანეზე), ამის შემდეგ ერთ მოსწავლეს ვთხოვე ყუთში დარჩენილი საკვები დაეხარისხებინა აღნიშნულ ფორმატებზე და შეეჯამებინა აქტივობა. მოსწავლეები საქმიანად ჩაერთვნენ ჯგუფურ მუშაობაში, გამოავლინეს შემოქმედებითი და თანამშრომლობის უნარი, ადგილზე  შექმნეს საგაკვეთილო რესურსები, კერძოდ ჯანსაღი საკვების მენიუ რესტორნისათვის და სარეკლამო ფლაერი, შემდეგ კი მოახდინეს მათი პრეზენტაცია. მინდა გამოვყო როლური თამაში. აღნიშნულმა აქტივობამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია, შეძლეს ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციისათვის თავის გართმევა. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა მიერ გაკვეთილის შეჯამება. რაც შეეხება შეფასებას, მოსწავლეები გაკვეთილის ბოლოს შევაფასე განმსაზღვრელი შეფასებით, წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკის მიხედვით, რომელიც მოსწავლეებს გაკვეთილის დაწყებისას გავაცანი გაკვეთილის თემასთან და მიზნებთან ერთად. განმავითარებელ შეფასებას კი ვაძლევდი გაკვეთილის მსვლელობისას. განმსაზღვრელი შეფასების შემდეგ მე და მოსწავლეებმა ერთდროულად შევავსეთ თვითშეფასების რუბრიკა, რომელიც დამეხმარა გამეგო მოსწავლეთა მოსაზრებები ჩატარებულ გაკვეთილთან დაკავშირებით. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს საშინაო დავალებად მივეცი  ესე (Some people think that eating healthy food is not very important in our life.Do you agree or disagree with this opinion? State your opinion and support it with reasons and examples). მომდევნო გაკვეთილზე შევამოწმე მათი ნამუშევარიდა დავინახე რომ მათ კარგად ჰქონდათ განხილული კვებასთან დაკავშირებული პრობლემა და მისი გადაჭრის გზები.
გაკვეთილის მსვლელობისას დავინახე ხარვეზი, კერძოდ, ვფიქრობ უკეთესი იქნებოდა ჯგუფური მუშაობისას გამომეყო სამი ჯგუფი ნაცვლად ორისა. უკეთ დავინახავდი თითოეული მოსწავლის აქტიურობას და წვლილს დასახული მიზნის მისაღწევ სამუშაოში. ასევე ზოგჯერ უმჯობესი იქნებოდა მეტი დრო მიმეცა მოსწავლეებისათვის კითხვებზე პასუხის მოსაფიქრებლად
მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას, ცხადია გავითვალისწინებ ამ გაკვეათილის გამოცდილებას და სხვაგვარად წარვმართავ იმ მონაკვეთს, რომელშიც ხარვეზი დაფიქსირდა, კერძოდ ჯგუფური მუშაობისას შევეცდები ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატებოდეს ოთხს, კითხვების დასმისას მეტ დროს მივცემ მოსწავლეებს პასუხის მოსაფიქრებლად.
ამრიგად, ჩატარებულმა გაკვეთილმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში პრობლემის გამოვლენას და მისი გადაჭრის გზების მოძიების უნარისგანვითარებას,გაკვეთილის შედეგად მიღებული ინფორმაცია დაეხმარებათ მათ იკვებონ ჯანსაღად და მოახდინონ ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია. მოსწავლეებმა შეძლეს გაკვეთილის ბოლოს ჩემ მიერ დასახული მიზნების და შედეგების რეალიზება დაგეგმილი აქტივობების, გამოყენებული მეთოდების და საგაკვეთილო რესურსების მეშვეობით. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
რეფლექსიას თან ახლავს გაკვეთილზე გადაღებული რამდენიმე სურათი








სამოდელო გაკვეთილის გეგმა


საგანი   
ინგლისური ენა
მასწავლებელი
მაკა ლიკლიკაძე
სწავლების საფეხური / კლასი
საშუალო/ IX კლასი
მოსწავლეთა პროფილი
9, სსსმ მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა
How can we help the environment (როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ გარემოს)
გაკვეთილის ტიპი
გამჭოლი კომპეტენცია, ეკოლოგიური წიგნიერება
გაკვეთილის აქტუალობა
მოსწავლეებს განუვითარდებათ გამჭოლი კომპეტენცია, კერძოდ ეკოლოგიური წიგნიერება, გაკვეთილის შედეგად მიღებულ ინფორმაციას გამოიყენებენ რეალურ ცხოვრებაში
გაკვეთილის სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
·         ეკოლოგიური პრობლემების ინფორმაციის გაცნობით მოსწავლეები განიმტიკცებენ პირობითი წინადადებების ფორმებს
·         მოსწავლეები წაიკითხავენ და გაიაზრებენ  ტექსტს, შეძლებენ  საუბარს ტექსტში განხილულ გარემო პრობლემების შესახებ  
·         მოსწავლეები გაიგებენ ვიდეო რგოლის ჩვენებისას მოსმენილ ინფორმაციას და გამოიყენებენ ჯგუფურ მუშაობაში
·         მოსწავლეები ჯგუფური მუშაობისას განიხილავენ თუ როგორ შეუძლიათ დაეხმარონ გარემოს და შექმნიან სარეკლამო ფლაერს, შემდეგ კი მოახდენენ მათ პრეზენტაციას

ე.ს.გ–ით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები (ინდიკატორები)
 უცხ.ს.IV.3. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს რადიოგადაცემები (საინფორმაციო გადაცემა, რეპორტაჟი ტურისტული მოგზაურობის შესახებ, ინტერვიუ და სხვა) ნაცნობ თემატიკაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს ძირითად თემას/საკითხებს;
·           ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას

უცხ.ს.IV.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი (მაგ., მასალა საყმაწვილო ენციკლოპედიიდან, სტატია საყმაწვილო ჟურნალიდან/გაზეთიდან, ცნობარი და სხვა).
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს;
·        ტექსტს ყოფს შინაარსობრივ ნაწილებად;
·        ამოკრებს ინფორმაციას დიფერენცირებულად და აჯგუფებს სხვადასხვა ნიშნით;

 უცხ.ს.IV.13. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის შედგენა, რომელშიც ავლენს თვითგამოხატვის უნარს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით აყალიბებს საკუთარ დამოკიდებულებას და განმარტავს მას;
·           აღწერს ნანახით, წაკითხულით მიღებულ შთაბეჭდილებებს;

უცხ.ს.IV.18. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე   ლაპარაკი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           გადმოცემს მოსმენილი/წაკითხული ტექსტის შინაარს;
·           მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.

უცხ.ს.IV.29. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობ თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს;
·           მოქმედებს გუნდის წვრებთან შეთანხმებულად; მსჯელობს თანაგუნდელებთან (პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად);
·            ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს;
·           ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;

მოსწავლეთა წინარე ცოდნა
მოსწავლეები ფლობენ გარემოს თემატიკასთან დაკავშირებულ ლექსიკას, ასევე იცნობენ  და იყენებენ  პირობითი წინადადებების ფორმებს.
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი
A ფაზა ,,გამოწვევა“
აქტივობა 1.  საორგანიზაციო საკთხები, მოსწავლეთათვის გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა (იხ.დანართი 1)
დრო: 2 წთ
კლასის ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი
აქტივობის მიზანი: კლასის მომზადება საგაკვეთილო პროცესისათვის.                                                      აქტივობის აღწერა: მასწავლებელი აღრიცხავს მოსწავლეთა სწრებადობას, გააცნობს მათ გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების რუბრიკას.



აქტივობა 2.  გონებრივი იერიში
დრო: 2 წთ
კლასის ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი
აქტივობის მიზანი: საგაკვეთილო თემაზე მობილიზება, ცოდნის გააქტიურება, მოსწავლეებში კომუნიკაციის, საკუთარი აზრის გამოთქმის უნარ-ჩვევების განვითარება
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს  შეადგინონ გონებრივი რუკა (Mind Map) სიტყვაზე  environmental problems. მოსწავლეები ასახელებენ სხვადასხვა სახის გარემოს პრობლემებს, იდეების გენერირების შედეგად მიღებულ პასუხებს  მასწავლებელი ინიშნავს დაფაზე.

B ფაზა ,,შინაარსის რეალიზება“
აქტივობა 3. პირობითი წინადადებების შევსება და მათ მიხედვით სურათების აღწერა
დრო: 8 წთ
კლასის ორგანიზების ფორმა: წყვილებში მუშაობა
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ სწორად შეავსონ პირობითი წინადადებები  გარემოს დაცვის თემატიკაზე  და გამოიყენონ  პოსტერზე ნაჩვენები სურათების ასაღწერად.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს წყვილში ურიგებს პირობით წინადადებებს გამოტოვებული ზმნებით(თითო წყვილს სამი წინადადება) და სთხოვს მათ შეავსონ წინადადებები მოცემული ზმნების სწორი ფორმებით, (იხ. დანართი 2). ამის შემდეგ  უნდა ამოარჩიონ ის წინადადებები რომლებიც აღწერენ პოსტერზე ნაჩვენებ სურათებს, დაწერონ პატარა ფურცლებზე და მიაკრან შესაბამის სურათს
აქტივობა 4. ტექსტის კითხვა გაგრძელებით  და გააზრება
დრო: 10 წთ
კლასის ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური, მთელი კლასი
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა წაიკითხონ და გაიგონ ტექსტი, უპასუხონ მასწავლებლის შეკითხვებს, ისაუბრონ  ტექსტში განხილული გარემოს პრობლემების  შესახებ. წაკითხულის გააზრებისა და არგუმენტირების უნარის განვითარება.                                                           აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ტექსტს წასაკითხად (იხ.დანართი 3). ტექსტის კითხვისას გაუგებარი სიტყვის არსებობის შემთხვევაში მასწავლებელი  ეხმარება ექსპლიციტური მეთოდით, კონტექსტის დახმარებით ან სინონიმის/ანტონიმის მეშვეობით. ტექსტის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს შემდეგ შეკითხვებს რათა უკეთ გაიაზრონ და შეაჯამონ ტექსტი:
·         What is the text about? (რის შესახებაა ტექსტი?)
·         Why are forests good for the environment? What is happening to them? (რატომაა ტყეები კარგი გარემოსათვის და რა ემართებათ მათ?)
·         How does recycling help the environment? (როგორ ეხმარება გადამუშავება გარემოს?)
·         What are the reasons of global warming?(რა არის გლობალური დათბობის მიზეზები?)
·         How often do you leave rubbish in the bins? (რამდენად ხშირად ყრით ნაგავს სანაგვე ყუთში?)
აქტივობა 5. ვიდეო რგოლის ჩვენება და ანალიზი
https://www.youtube.com/watch?v=bn8R_XqjjI0                     დრო: 4 წთ                                                                       კლასის ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი                       აქტივობის მიზანი:  მოსწავლეებმა ნახონ ვიდეო რგოლი რომელშიც ასახულია გარემოს პრობლემები, გამომწვევი მიზეზები და დასახულია გადაჭრის გზები, ისაუბრონ მის შესახებ. მოემზადონ ჯგუფური მუშაობისათვის.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები უყურებენ ვიდეო რგოლს, იღებენ ინფორმაციას და საუბრობენ მის შესახებ.             
C  ფაზა ,,რეფლექსია“                           
აქტივობა 6.  ,,როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ გარემოს“ და ფლაერის შექმნა                                           დრო: 10 წთ                                                                      კლასის ორგანიზების ფორმა: ჯგუფური                             აქტივობის მიზანი: თანამშრომლობის, წარმოსახვითი და შემოქმედებითი უნარების  განვითარება. მოსწავლეებმა შეძლონ ჩამოაყალიბონ მოკლედ და კონკრეტულად თუ როგორ შეუძლიათ დაეხმარონ გარემოს და შექმნან სარეკლამო ფლაერი.       აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს   ორ ჯგუფად  და აძლევს ინსტრუქციებს რომელთა მიხედვითაც  მათ უნდა წარადგინონ იდეები თუ როგორ შეუძლიათ დაეხმარონ გარემოს, შეადგინონ  სარეკლამო ფლაერი. გაკვეთილზე განხილული ტექსტისა და ვიდეო რგოლის ჩვენებისას მიღებული ინფორმაციის დახმარებით.
აქტივობა 7.  პრეზენტაცია                                               დრო: 4 წთ                                                                       კლასის ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური     აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ მათი ჯგუფის მიერ შექმნილი ნამუშევრის წარდგენა კლასისათვის                                                           აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სთხოვს ორივე ჯგუფიდან თითო მოსწავლეს გააკეთოს მათი ჯგუფის მიერ შექმნილი რესურსების პრეზენტაცია  
აქტივობა 8. გაკვეთილის შეჯამება                               დრო: 2 წთ.                                                                      კლასის ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური                  
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეაჯამონ გაკვეთილი, ისაუბრონ ჩატარებული აქტივობების შესახებ, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები    აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შეაჯამონ გაკვეთილი, ისაუბრონ განხილული საკითხის და აქტივობების შესახებ.                                 
აქტივობა 9.  შეფასება/მასწავლებლის თვითშეფასება                                                                  დრო: 2 წთ.                                                                
კლასის ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური                  
აქტივობის მიზანი: მასწავლებელმა განმსაზღვრელი შეფასებით შეაფასოს რამოდენიმე მოსწავლე შეფასების რუბრიკის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში მისცეს მათ რჩევები,  საკუთარი პროფესიული ზრდის მიზნით მოახდენს თვითშეფასებას წინასწარ მომზადებული სქემის მიხედვით  გაკვეთილის დასრულების შემდეგ.                                                         
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი რამოდენიმე მოსწავლეს  აფასებს შეფასების რუბრიკის მიხედვით,  გაკვეთილის დასრულების შემდეგ კი მასწავლებელი ავსებს მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკას (იხ.დანართი 4)
აქტივობა 10.  საშინაო დავალების მიცემა          
დრო: 1 წთ.                                                            
 კლასის ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი                
 აქტივობის მიზანი: ცოდნის  დამოუკიდებლად განმტკიცება, საკუთარი აზრის დაფიქსირება                                                            აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს  ესეს დასაწერად გაკვეთილის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის საბოლოოდ შეჯამების მიზნით. (Some people think that only government should take care about the environment. Do you agree or disagree with this opinion? State your opinion and support it with reasons and examples)
შეფასება
·         განმავითარებელი (მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი შეფასებით გაკვეთილის მსვლელობისას)
·         განმსაზღვრელი ( მოსწავლეები შეფასდებიან განმსაზღვრელი შეფასებით გაკვეთილის ბოლოს, წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკის მიხედვით იხ.დანართი 1)

სასწავლო რესურსები
ტექსტი- გააზრებისათვის, პირობითი წინადადებები შესავსებად, პოსტერი, დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, მარკერები, ფერადი ფანქრები, ფლიპჩარტი, კომპიუტერი, პროექტორი.


დანართი 1                                        
                                                                    შეფასების რუბრიკა
აქტივობა

1-2
3-4
5-6
7-8
9-10
პირიბითი წინადადებე ბის შევსება და მათ მიხედვით სურათების აღწერა
ვერ ავსებს პირობით წინადადე ბებს და ვერ აღწერს სურათებს
უჭირს პირობითი წინადადებე ბის შევსება და სურათების აღწერა
 ნაწილობრივ ავსებს პირობით წინადადებებს და საშუალოდ აღწერს სურათებს
ავსებს პირობით წინადადებებს და აღწერს სურათებს თუმცა ზოგჯერ უშვებს შეცდომებს
სწორად ავსებს პირობით წინადადებებს და აღწერს სურათებს, არ უშვებს შეცდომებს


ტექსტის კითხვა და გააზრება

ვერ კითხულობს და ვერ იაზრებს ტექსტს,ვერ პასუხობს შეკითხვებს




უჭირს ტექსტის კითხვა და გააზრება, უჭირს დამოუკიდებლად კითხვებზე პასუხის გაცემა

საშუალოდ შეუძლია
ტექსტის
წაკითხვა და გააზრება, ნაწილობრივ  პასუხობს კითხვებს
დამოუკიდებ ლად
კითხულობს და იაზრებს ტექსტს,
კითხვებს პასუხობს მაგრამ ზოგჯერ უშვებს შეცდომებს
კარგად კითხულობს და იაზრებს ტექსტს, პასუხობს შეკითხვებს პასუხი ყოველთვის სწორია


ჯგუფური მუშაობა
არაა ჩართული ჯგუფურ მუშაობაში,
არ უსმენს ჯგუფის წევრებს,
პასიურადაა ჩართული ჯგუფურ მუშაობაში,


იშვიათად ერთვება
ჯგუფის
მუშაობაში
უსმენს ჯგუფის წევრებს, მაგრამ ნაკელბად ერთვება დასახული მიზნის მისაღწევ სამუშაოში
აქტიურად არის ჩართული ჯგუფის წევრებთან ერთად დასახული მიზნის მისაღწევ სამუშაოში


პრეზენტაცია
ვერ ახდენს ჯგუფის მიერ დამზადებული რესურსის პრეზენტაციას
უჭირს პრეზენტაციის გაკეთება, კონტაქტის დამყარება აუდიტორიასთან
ცდილობს რესურსის პრეზენტაციას, აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას, საუბრისას უშვებს შეცდომებს,ვერ იცავს დროის ლიმიტს
აკეთებს რესურსის პრეზენტაციას, ფლობს აუდიტორიასთან კონტაქტს (იყენებს მიმიკას,ჟესტიკულაციას,ინტონაციას)საუბრისას უშვებს შეცდომებს, თუმცა აზრი გასაგებია, იცავს დროის ლიმიტს
კარგად ახდენს რესურსის პრეზენტაციას, ფლობს აუდიტორიასთან კონტაქტს (იყენებს მიმიკას,ჟესტიკულაციას,ინტონაციას)საუბრობს გამართულად, არუშვებს შეცდომებს, იცავს დროის ლიმიტს



შეფასების რუბრიკა მასწავლებლისათვის

გვარი/სახელი
პირიბითი წინადადებე ბის შევსება და მათ მიხედვით სურათების აღწერა
ტექსტის კითხვა და გააზრება

ჯგუფური მუშაობა
პრეზენტა ცია
ჯამი
ქულა
1
აბესაძე მარიამი







2
გოგიაშვილი ნინი







3
რობაქიძე გეგა







4
ტყავაძე მარი







5
ცქიფურიშვილი არჩილი






6
ჭულუხაძე ოთარი







7
ხუჯაძე გიორგი







8
რობაქიძე ზურიკო







9
ბარდაველიძე იოანე














დანართი 2
Complete the sentences with the correct forms, then describe the pictures with these sentences
1.      If  we __________ (not/to have) enough rain this spring, there __________ (to be) a drought in the summer.
2.      If we ___________ (not/to recycle) paper, we ____________ (to need) to cut down more trees.
3.      You ____________ (to have) a smaller carbon footprint if you ______________ (to stop) driving.
4.      If  the sun __________ (to get) warmer , the sea __________ (to get) warmer.
5.      There __________ (to be) more deserts if the forests ___________ (to disappear).
6.      If the ice cap ___________ (to melt), then it ____________ (to affect) sea levels all over the world.
7.      If we __________ (to cut) down more trees, the forests _____________ (to disappear).
8.      If there __________ (to be) more deserts, the planet ____________ (to become) hotter.
9.      If we __________ (to reduce) producing carbon dioxide, global warming __________ (to lessen).
10.  Many plants and animals __________ (to die) if the planet __________ (to become) hotter.
11.  If the sea level _____________ (to rise), there  _______________ (to be) floods around the world.
12.  We _______________ ( to help) our planet if we _______________ (to recycle) more.








დანართი 3                                       
Some Environmental Problems

Global Warming
Scientists say the temperature of the earth could rise by 3ºC over the next 50 years. This may cause drought in some parts of the world, and floods in others, as ice at the North and South poles begins to melt and sea levels rise. Global warming is caused by the greenhouse effect. Normally, heat from the sun warms the earth and then escapes back into space.
Deforestation
Rainforests help to control global warming because the absorb carbon dioxide. In recent years, large area have been destroyed, as the trees are cut down for wood or burned to clear the land for farming. Many rainforests grow on poor soils, and when they are cut down or burned, the soil is washed a way in the tropical rains, so that the area may turn to desert. Many plant and animal species that live there could become extinct.
Pollution
Factories, power stations and motor vehicles pump large quantities of carbon dioxide and other gases into the air. This is a major cause of the greenhouse effect. A lot of petrol contains lead, which is very poisonous and can cause brain damage in children. Most cars use unleaded petrol today and hybrid cars use batteries and petrol to use less petrol.
Some poisonous gases dissolve in water in the atmosphere and then fall to the earth as acid rain. Acid rain also damages trees and buildings, and can kill fish in lakes and rivers. Rivers can also be polluted by industrial waste from factories and chemical fertilizers and pesticides used by farmers.
Recycling
Recycling is the processing of used objects and materials so that they can be used again. About 60% of rubbish from homes and factories contain materials that could be recycled. Recycling saves energy and raw materials, and also reduces damage to the countryside.
Glass, paper and aluminium cans can all be recycled very easily. Many towns have special bins for bottles and cans where people can leave their empty bottles and cans for recycling. A lot of paper bags, writing paper and greeting cards are now produced on recycled paper




დანართი 4         
მასწავლებლის  თვითშეფასების  რუბრიკა

N
კრიტერიუმები / ქულები
1
2
3
1
გაკვეთილის დაწყებამ გამოიწვია მოსწავლეთა დაინტერესება
2
გაკვეთილზე მოსწავლეები  ყურადღებით მისმენდნენ
3
მოსწავლეებისათვის ნათელი და გასაგები იყო ჩემი მიცემული ინსტრუქციები
4
სწორად გადავანაწილე  დრო  გაკვეთილის  მსვლელობისას
5
სწორად მქონდა  შერჩეული  აქტივობები  საგაკვეთილო პროცესისასთვის და დასახული მიზნის მიღწევისათვის
6
ვაძლევდი მოსწავლეებს დროს კითხვებზე პასუხის მოსაფიქრებლად
7
შევძელი მოსწავლეების აქტიურად ჩართვა საგაკვეთილო პროცესში
8
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებთან ერთად შევძელი დასახული მიზნების მიღწევა

                               რეფლექსია    ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილზე

საგანი:  ინგლისური ენა
კლასი: IX
უფროსი მასწავლებელი:  მაკა ლიკლიკაძე
დრო: 45 წთ
გაკვეთილის თემა:  How can we help the environment
გაკვეთილის ტიპი:  გამჭოლი კომპეტენცია, ეკოლოგიური წიგნიერება
   შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება განაპირობა ეკოლოგიური წიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზანმა. საწვლების ამ საფეხურზე მოსწავლეებს გარკვეული ცოდნა შეძენილი აქვთ ეკოლოგიის შესახებ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე კიდევ უფრო გამეღრმავებინა მათი ეკოლოგიური ცნობიერება. რაც შეეხება თუ რა სარგებელი მიიღეს გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებმა და მოსწავლეებმა, ვფიქრობ, დამსწრე კოლეგებს დააინტერესებდათ შერჩეული თემა, აქტივობების მრავალფეროვნება, გამჭოლი კომპეტენციის უნარის განვითარების პროცესის ასახვა გაკვეთილზე. მოსწავლეებისათვის გაკვეთილი სასარგებლო იყო, რადგან მათ გაიღრმავეს ცოდნა ეკოლოგიის შესახებ ტექსტისა და ვიდეო რგოლის მეშვეობით, ეკოლოგიური პრობლემების გაცნობით მათ განიმტკიცეს პირობითი წინადადებების ფორმები, კარგად იმუშავეს ჯგუფურად და გააკეთეს თავიანთი ნამუშევრის პრეზენტაცია. ვფიქრობ, რომ დასახული მიზნები მიღწეულ იქნა, რაც აისახა ჯგუფურ მუშაობაში და წარდგენილ პრეზენტაციებში. უფრო ხშირად გამოვიყენებ ჯგუფურ მუშაობას  პრობლემის გადასაჭრელად რადგან სწორედ ამ ტიპის აქტივობის მეშვეობით შესაძლებელია განისაზღვროს იქნა თუ არა მიღწეული დასახული მიზნები. ვიმედოვნებ, ჩემი კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაშიც შეიცვლება ცოტა რამ ჩატარებული გაკვეთილით, კერძოთ მათ შეუძლიათ გამოყენებული აქტივობები მოარგონ თავიანთ საგაკვეთილო პროცესს, მოახდინონ ტრანსფერი. ჩატარებული გაკვეთილი ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესისი სხვადასხვა მხარეების გავითარებას, კერძოდ გაკვეთილზე გამოყენებული იყო  მოსმენის, კითხვის, წერის, ლაპარაკის მიმართულებების განმავითარებელი აქტივობები. ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად, აქტივობების მოდიფიცირება არ დამჭირვებია.
     გაკვეთილი ყველაზე წარმატებული ჯგუფური მუშაობის პროცესში და პრეზენტაციის დროს იყო. მოსწავლეები გავყავი ორ ჯგუფად ( თითო ჯგუფში ოთხი მოსწავლე). მივეცი ინსტრუქციები, რომელთა მიხედვითაც მათ უნდა წარმოედგინათ წინადადებები თავიანთი იდეებით თუ როგორ შეუძლიათ დაეხმარონ გარემოს და დაეწერათ ფლიპჩარტზე, ასევე უნდა შეედგინათ ფლაერი. მოსწავლეებმა დავალებას კარგად გაართვეს თავი, გამოავლინეს თანამშრომლობისა და  წარმოსახვის უნარი, მოქმედებდნენ გუნდის წევრებთან შეთანხმებულად, ისმენდნენ ერთმანეთის აზრებს, გამოთქვამდნენ საკუთარ შეხედულებებს, ჯგუფის ყველა წევრი ცდილობდა საკუთარი წვლილი შეეტანა საერთო საქმეში. პრეზენტაცია ძალიან კარგად წარმოადგინა ჯგუფიდან თითო წევრმა, გაგვაცნეს თავიანთი ჯგუფის ნამუშევარი, საუბრის დროს იყენებდნენ ჯგუფის მიერ დამზადებულ რესურსებს. ჯგუფურმა მუშაობამ და პრეზენტაციებმა ცხადყო რომ დასახული მიზნები მიღწეულ იქნა.
    გაკვეთილის მსვლელობისას დავინახე ხარვეზი, კერძოდ, ვიდეოს ჩვენების შემდეგ მოსწავლეებს უნდა გაეკეთებინათ ანალიზი, რაც შედარებით გაუჭირდათ, რამოდენიმე მოსწავლე დაიბნა და ვერ შეძლო კარგად გაეკეთებინა ანალიზი, აქედან გამომდინარე გაუმჯობესებას საჭიროებს ის გარემოება, რომ მოსწავლეებს ყოველგვარი დაძაბულობისა და კომპლექსის გარეშე უნდა შეეძლოთ ანალიზის გაკეთება და საკუთარი აზრის გამოთქმა. რათქმაუნდა ამას გავითვალისწინებ და გაკვეთილზე ხშირად გამოვათქმევინებ მოსწავლეებს საკუთარ აზრს სხვადასხვა საკითხის შესახებ, მონაწილეობას მივაღებინებ როლურ თამაშში რათა თავისუფლად და სწორად შეძლონ საუბარი, ანალიზის გაკეთება.
    მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას, ცხადია გავითვალისწინებ ამ გაკვეათილის გამოცდილებას და სხვაგვარად წარვმართავ იმ მონაკვეთს, რომელშიც ხარვეზი დაფიქსირდა. ვთვლი, რომ ჩემ მოსწავლეებს სჭირდებათ მეტი მუშაობა საკუთარი აზრის თვისუფლად გამოსათქმელად.
    საერთო ჯამში გაკვეთილის მსვლელობით კმაყოფილი დავრჩი. გაკვეთილის განმავლობაში ვცდილობდი ვყოფილიყავი ფასილიტატორი, ეტაპობრივად დავხმარებოდი მოსწავლეებს და მიმეცა მათთვის აქტიურადმოქმედების შესაძლებლობა. მოსწავლეები მართლაც  აქტიურად იყვნენ  ჩართული საგაკვეთილო პროცესში. მათ შეძლეს დასახული მიზნების და შედეგების რეალიზება დაგეგმილი აქტივობების, გამოყენებული მეთოდების და საგაკვეთილო რესურსების მეშვეობით.  გაკვეთილის შედეგები შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ საგაკვეთილო მიზნებს. ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ დასახული მიზნები მიღწეულია.
რეფლექსიას თან ახლავს გაკვეთილზე გადაღებული რამდენიმე სურათი:



















No comments:

Post a Comment